გახარიას თქმით, მთავრობა ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში ​დგამს ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს სიტუაციაში. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„გაცნობებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი ორგანოები აქტიურად მოქმედებენ 24 საათის რეჟიმში. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში ​ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში, ეს სტანდარტები უნდა უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მინსკში რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები იმართება