"ექიმ გაფრინდაშვილს განვიხილავთ, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი რთული ვითარების მსხვერპლს"

ვაგრძელებთ გადასასვლელი პუნქტების გახსნისკენ მიმართულ ძალისხმევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამყოფი ხაზის გასწვრივ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ სიტუაციაზე მნიშვნელოვნად აისახება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განუცხადა.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ექიმის არალეგალურ დაკავებას. ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი ძალიან დაძაბული და რთული სიტუაციის მსხვერპლს. როგორც აქამდეც გვითქვამს, ჩვენ ვაგრძელებთ გადასასვლელი პუნქტების გახსნისკენ მიმართულ ძალისხმევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ამ გამყოფი ხაზის გასწვრივ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ სიტუაციაზე მნიშვნელოვნად აისახება. ჩვენ ჩართულები ვართ მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ექიმის სწრაფ გათავისუფლებას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, რამდენიმე საათში შეხვდება საქართველოში მყოფ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს.

„ვიცი, რომ მან ეს საკითხები ძალიან მკაფიოდ დააყენა, მათ შორის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
არგენტინაში მექსიკის ელჩს წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ