ADB: "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რეგიონული კავშირებისა და ვაჭრობის ტრანსფორმირებას მოახდენს"

აზიის განვითარების ბანკში (ADB) აცხადებენ, რომ "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რეგიონული კავშირებისა და ვაჭრობის ტრანსფორმირებას მოახდენს".


ამის შესახებ "აქცენტს" ADB–ში ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე საუბრისას განუცხადეს.


“2018 წლის 14 სექტემბერს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას. ჩვენ ამ ხელშეკრულების ერთგულნი ვრჩებით. მიგვაჩნია, რომ პორტი რეგიონული კავშირებისა და ვაჭრობის ტრანსფორმირებას მოახდენს, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს, ჩამოყალიბდეს საერთაშორისო ლოგისტიკისა და ბიზნესის ჰაბად“, – განუცხადეს „აქცენტს“ აზიის განვითარების ბანკში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპარლამენტის არჩევნები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე