"სწორედ „ოცნების“ პირობებშია უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, - იქნება ეს ყვავილებით თუ ბოქლომებით"

საქართველოს ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება.

„პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილებით, თუ ბოქლომების საშუალებით. მთავარია, რომ არ დაირღვეს კანონი და სახელმწიფომ განაგრძოს ფუნქციონირება", – განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს.

„ყოველთვის, როდესაც ეს ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი აღარ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა რამდენიმე დღის წინ. მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც რიგითმა მოქალაქემ, როგორც იუსტიციის მინისტრმა და როგორც ვიცე-პრემიერმა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, მთელ შსს-ს და მინისტრს იმ ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის ოპერაცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ნიუ-ჯერსიში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა