საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ექიმები რამონ კუგარტი და მონსერატ გარსია ოკუპანტების მიერ დაკავებულ ქართველ კოლეგა ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. 

„ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით ვწერთ. მას იმ დროიდან ვიცნობთ, როცა ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩამოვიდა.  ის კეთილი, გულისხმიერი, პატიოსანი და სამართლიანი ექიმია, რომლის სურვილი დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს იმდენად დიდია, რომ თანაგრძნობასა და პატივისცემას იმსახურებს.

ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური ინტერესების გამო არ წასულა. მისი, როგორც ექიმის ერთადერთი მიზანი პაციენტის მონახულება იყო. უფლებამოსილ პირებს მივმართავთ, რომ საკითხი სამართლიანად განიხილონ და გთხოვთ, ჩვენი კოლეგა რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოთ, რომ მისი, მისი ოჯახისა და  მეგობრების ტანჯვა დასრულდეს. 

თუ არსებობს რაიმე, რითიც შეგვიძლია, ამ პროცესის დაჩქარებას მშვიდობიანი მეთოდით ხელი შევუწყოთ, გთხოვთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გვაცნობოთ.  გვერწმუნეთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მას ვიცნობთ, იგი თავისი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ ყოველთვის თავდადებული იყო“, ნათქვამია ესპანელი ექიმების განცხადებაში. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პომპეო: "ლავროვთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის"