ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი – დე ფაქტო უშიშროების მიერ გავრცელებული ჩანაწერი მისი პირადი მობილურის ხმის ჩამწერი აპლიკაციიდანაა ამოღებული

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მყოფი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ  დე ფაქტო უშიშროების მიერ გავრცელებული ჩანაწერი მისი პირადი მობილურის ხმის ჩამწერი აპლიკაციიდან არის ამოღებული.  

„რუსეთის მხარე ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კვლავ ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას. აღნიშნულ ჩანაწერებს და დიალოგებს არანაირი კავშირი არ აქვს ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან და მხოლოდ ააშკარავებს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწერილ სცენარს საზოგადოებაში ცრუ ინფორმაციის გავრცელების მხრივ. ისევე როგორც ანდროიდის უმეტეს მომხმარებელს, ვაჟა გაფრინდაშვილსაც პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა გადმოწერილი ხმის ჩამწერი აპლიკაცია მობილურში. ამასთან, პირადი საუბრების საჯაროდ გავრცელება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯია“, – ნათქვამია ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: ოსური დე ფაქტო უშიშროება ვაჟა გაფრინდაშვილის „სატელეფონო ჩანაწერების“ სტენოგრამებსა და პერსონალურ მონაცემებს აქვეყნებს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნის საკითხზე დისკუსია გაიმართება