ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა იმერეთში "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ორი პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

"ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში იმ დროს, როდესაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი და ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, მათზე განახორციელეს ჯგუფური თავდასხმა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში. გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებმაც მათზე მოძალადე ორი პირი ამოიცნეს. გამოძიების ამ ეტაპზე თავდასხმაში სხვა პირთა მონაწილეობა არ დასტურდება",– აცხადებენ შსს–ში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა 

ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) მიმდინარეობს.

ცნობისთვის: ჟურნალისტებს წყალტუბოში თავს დღეს დაესხნენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა სიახლეებით ხვდება განათლების სისტემა ახალ სასწავლო წელს