შსს: "ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მიმდევრები "იმედის" ჟურნალისტებს თავს დაესხნენ"

ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლებს  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაესხნენ თავს.

გადამღები ჯგუფის წევრები დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს