ხულოში ხანძარს შვიდი სახლი ემსხვერპლა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაშვილებში ხანძრს შვიდი საცხოვრებელი სახლი და ხუთი დამხმარე ნაგებობა ემსხვერპლა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.


ხულოს მერის ინფორმაციით, ხანძარის შედეგად არავინ დაშავებულა.

“სასწრაფო დახმარებამ ერთ პირს ადგილზე გაუწია დახმარება. ემოციური ფონი ჰქონდა. ცეცხლი ღამის სამ საათზე გაჩნდა. ყველას ეძინა, ერთმა მეზობელმა დაინახა და ყვირილზე გაეღვიძათ. ახლოს იყო ხის სახლები და ცეცხლი უცებ გავრცელდა”,- განაცხადა ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ.

მისივე ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დღესვე მოხდება დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო ადგილას გაყვანა და მათი ქირით უზრუნველყოფა. საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი ფინანსური დახმარება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„სირცხვილია“ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება