“პუტინს არ სურს, მის კარიკატურებს ჰგავდეს, დაე, თავად კარიკატურები დაემსგავსონ”

კრემლი პუტინის ჰოლოგრამის მონაწილეობით BBC-ს ახალ კომედიურ პროგრამას ეხმიანება და ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტს ეს არ აინტერესებს.

“ვლადიმირ პუტინზე ბევრი რამ დაწერილა, ბევრი კარიკატურა, თოჯინა და შარჟი შექმნილა, თუმცა მას ისინი არ აინტერესებს – არც წაუკითხვას და არც უნახავს. პრეზიდენტი მასზე შექმნილ კარიკატურებს იგნორირებას უწევს და არ სურს, მათ რაიმეთი მაინც ჰგავდეს. დაე, თავად ეს კარიკატურები დაემსგავსონ” - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრე-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, მან ხაზგამით აღნიშნა, რომ BBC-ს კრემლისგან პუტინის ჰოლოგრამის გამოყენების ნებართვა არ მიუღია და არც უთხოვია.

ცნობისთვის: ბრიტანულმა ტელეარხმა BBCTwo კომედიურ პროგრამა „ამაღამ პუტინთან“ წამოიწყო, რომლის წამყვანის როლში მაყურებელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სამგანზომილებიან გამოსახულებას იხილავს.


„დათვებთან ბრძოლის ყველასთვის საყვარელი მსოფლიო ლიდერი, მეუფე ვლადიმირ პუტინი, ბოლოს და ბოლოს, აღწევს თავის საბოლოო მიზანს – ჩატს BBC–ს ეთერში. ჩვენს პროგრამაში მონაწილეობა თავისუფალი სამყაროს ლიდერ ვლადის გამარჯვების ნიშანი იქნება“, – ნათქვამია პროგრამის ანონსში, რომელიც არხის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.  

პუტინის სამგანზომილებიანი გამოსახულება შეძლებს, ცოცხალი აუდიტორიის წინაშე გადაცემის სტუმრებს ინტერვიუ ჩამოართვას და გადასაღებ პავილიონში იმოძრავოს. მისი პირველი სტუმარი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრ ტონი ბლერის ყოფილი პრეს–მდივანი და მრჩეველი ალისტერ კემპბელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში კრემლში განაცხადეს, სახელმწიფო რუსეთში BBC–ს მუშაობას შეამოწმებს. იანვარში კი "როსკომნადზორმა" გამოაცხადა რომ BBC–ს რუსული სამსახური „საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების იდეოლოგიურ ნარატივებს ტრანსლირებს“.  მოგვიანებით, აპრილში იმავე უწყებაში განაცხადეს, რომ მაუწყებლის მუშაობაში დარღვევები აღმოაჩინეს, თუმცა სანქციები BBC–ს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუწესდებოდა, თუკი ბრიტანეთში მაუწყებლობის წესების დარღვევისთვის რუსული სახელმწიფო ტელეარხი RT (ყოფილი „რუსსია თუდეი) დაისჯებოდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჯაფარიძე - პროკურატურას: "ველით, რომ შეასრულებენ სამსახურეობრივ მოველეობას"