"შევეცდები, ცალკეული ფრონტი გავხსნა და ვებრძოლო ძალადობრივ რეჟიმს"

"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულება დატოვა. მას გარეთ ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. 

როგორც კუპრავამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, აპირებს, პირველივე აქციაზე მისვლას და მცდელობას, შექმნას "სხვანაირი ბრძოლის ფრონტი": 

"პირველი რასაც გავაკეთებ, პირველივე აქციაზე წავალ და ვეცდები შევქმნა ბრძოლის სხვანაირი ფრონტი. სიტუაცია ძალიან რთულია. ვითარება ცუდი იყო როდესაც ციხეში შევედი და გამოსულს კიდევ უფრო რთული დაამხვდა. ეს უნდა შემოვატრიალოთ, ასე გაგრძელება არ შეიძლება! სრულად ვიზიარებ აქციების იდეას. შევეცდები, ცალკეული ფრონტი გავხსნა და ვებრძოლო ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც ნამდვილად რეჟიმად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით იმ 9 თვის განმავლობაში, რაც მე ციხეში გავატარე“.

როგორც ცნობილია, კუპრავა სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით იყო დაკავებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას თავისუფლების 9 თვის ვადით აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

გამოძიება ირწმუნება, რომ 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს