უამინდობამ გომბორის უღელტეხილზე პრობლემები შემქნა

უამინდობამ პრობლემები შემქნა გომბორის უღელტეხილზე. მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო. მოძრაობა ახლაც დაშვებულია მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. საგზაო სამსახურის ინფორმაცით, რთულ მონაკვეთებზე იყრება ტექნიკური მარილი და ქვიშა. მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„სირცხვილია“ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება