თბილისში პირველი თოვლი მოვიდა

წყნეთში, კოჯორსა და თბილისს შემოერთებულ დასახლებებში პირველი თოვლი მოვიდა.

ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამე საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. მობილიზებული იყო ტექნიკა, გაიწმინდა გზები და დაიყარა ტექნიკური მარილი.

თოვლს ავტომობილების გადაადგილებისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

"გზები გაწმენდილია და საგზაო მოძრაობას არანაირი შეფერხება არ აქვს," - აცხადებს "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენელი, დავით ჩანქსელიანი.

სინოპტიკოსები უამინდობას 25 ნოემბრამდე პროგნოზირებენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„სირცხვილია“ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება