ცხინვალი ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართველი სასულიერო პირების გაძევებას გეგმავს

„თავისუფლების, სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ კანონი სამხრეთ ოსეთში ღვთისმსახურებასა და სხვა რელიგიურ მოქმედებებს მხოლოდ იმ შემთხვევებში ითვალისწინებს, თუ რელიგიური ორგანიზაცია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ არის დარეგისტრირებული, წინააღმდეგ შემთვევაში არც ერთ რელიგიურ ჯგუფს, გაერთიანებასა თუ ორგანიზაციას უფლება არ აქვს, რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმოქმედოს. ეს კანონი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზეც ვრცელდება, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკვე 11 წელია, უკანონოდ მოქმედებს, ამდენად, ლენინგორის [ახალგორის] რაიონში სასულიერო პირთა შესახებ შემიძლია, მხოლოდ გაკვირვება გამოვთქვა“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა რელიგიის საკითხებში სონია ხუბაევამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისადმი ილია მეორეს ამსაწინანდელი მიმართვის კომენტირებისას.  

ხუბაევას თქმით, „ლენინგორის რაიონი 2008 წლის აგვისტომდე ქართულ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა, დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ კი სამხრეთ ოსეთის იურისდიქციაში გადავიდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არსებობდა დედათა მონასტერი, სადაც ქართველი სასულიერო პირები ღვთისმსახურებას აღავლენდნენ“.

„არსებობენ მოწმეებისა იმისა, რაოდენ უხეშად ეპყრობიან სასულიერო პირები ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს, რომლებიც მათ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით აკითხავენ. ხშირია, მაგალითად, ასეთი ტიპის გაცხადებები: „ეს ჩვენი ტერიტორიაა, არა ლენინგორი, არამედ ახალგორი“. ჩემი აზრით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართველი სასულიერო პირების ყოფნა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია, ნონსენსია, შენს ტერიტორიაზე ღვთისმსახურებას აღავლენდნენ პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ოსი ხალხის გენოციდში. თავად ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლო აკურთხებდა ქართული ჯარს 1990–იან და 2008 წლებში ცხინვალზე შეტევამდე. იგი გამოდიოდა მოწოდებებით, "საქართველოში საკონსტიტუციო წესრიგის დამყარების შესახებ“, ანუ პირადად იძლეოდა კურთხევას ოსი ხალხის გენოციდზე. მართლმადიდებლები ომისკენ არ უნდა მოუწოდებდნენ, თუმცა ილია მეორე როგორც ადრე იყო ქართული ფაშიზმის იდეოლოგი, ასეთად რჩება დღესაც. წლიდან წლამდე გვესმის მისი ფაშისტური გამონათქვამები, ამიტომაც, ვფიქრობ, ჩვენს ტერიტორიაზე ფაშიზმს არ უნდა ვეგუებოდეთ და არ უნდა ვაძლევდეთ მას უფლებას, ჩვენს საქმეებში ჩაერიოს და ჩვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მითითებებს აძლევდეს, ისევე, როგორც მის მიერ აქ მოგზავნილი სასულიერო პირები. 

2 წლის წინ, გაზეთ „ასავალ–დასავალში“ გავეცანი ილია მეორეს ინტერვიუს სახელწოდებით „ზვიად გამსახურდიას „საქართველოს სულიერი მისია“ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს“. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ილია მეორე არა მარტი მხარს უჭერდა გამსახურდიას და მის იდეოლოგიას, არამედ ცდილობდა, გამსახურდიას იდეები ყველა შესაძლო გზით განეხორციელებინა. ილია მეორე ჩადენილს არ ნანობს და გამოდის მოწოდებებით, გამსახურდიას ნაციონალისტური იდეოლოგია „საქართველო ქართველებისთვის“  სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლებოდეს“, – განაცხადა ხუბაევამ.

მისივე თქმით, სასულიერო პირი, რომელიც ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მსახურობს – ნიქოზისა და ცხინვალის ეპისკოპოსი ლოცვისას ილია მეორეს ახსენებს, „ლოცულობს საქართველოს პატრიარქის კეთილდღეობისათვის და შესაბამისად, მისი მოქმედება სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგაა მიმართული“.

„უმოქმედობა ოსური მხრიდან, ჩემი აზრით, კიდევ უფრო აქეზებს პატრიარქსა და ქართველ ღვთისმსახურებს, რომლების სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავს სრულიად კანონიერად გრძნობენ. ეს უნდა დასრულდეს, ისინი უნდა  მივახვედროთ, ვინაა ამ სახლში პატრონი“,– განაცხადა ხუბაევამ და საკითხის გადაჭრის რამდენიმე ვარიანტი ჩამოაყალიბა:

„თუ ადამიანი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობას და საზღვრებს არღვევს, იგი ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით უნდა ისჯებოდეს. რესპუბლიკის სამართალდამცველ ორგანოებს უფლება აქვთ, მივიდნენ და მოითხოვონ დოკუმენტი იმის შესახებ, რა საფუძველზე იმყოფებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ტუ  მათ ასეთ დოკუმენტს ვერ წარუდგენენ, მათ უნდა  შესთავაზონ რეგისტრაციის გავლა სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტროში. ასევე შეიძლება, შევთავაზოთ ალანიის ეპარქიის შემადგენლობაში შესვლა, ან თუ ეს არ აწყობთ, ლოგიკური იქნება, მივმართოთ წინადადებით სამხრეთ ოსეთის დატოვებისა და იმ ქვეყანაში გადასვლის შესახებ, რომელსაც ისინი ემსახურებიან. მე მხოლოდ წინადადებების წარდგენა შემიძლია, მაგრამ მათი რეალიზება სამართალდამცველი ორგანოების კომპეტენციაა, ეს რომ ჩემს კომპეტენციაში შედიოდეს, უკვე დიდი ხანია, მიღებული მექნებოდა ზომები, რომლებიც უნდა მიიღებოდეს მტრული ორგანიზაციებისა და ჯგუფების მიმართ“.

ცნობისთვის: ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას წლების განმავლობაში გადაადგილების უფლება შეზღუდული ჰქონდა. იმყოფებოდა რა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უარს ამბობდა დე ფაქტო საზღვარი გადმოეკვეთა, რადგან შემდგომ უკან დაბრუნებისა და ლარგვისის, იკოთისა და წირქოლის (სადაც მე–9 საუკუნის ეკლესიაა) მონასტრებში მღვდელმსახურების განხორციელების შესაძლებლობას მას უკვე აღარ მისცემდნენ. 2014 წლის მაისიდან დაახლოებით 2 წელზე მეტი ოკუპირებული რაიონიდან დანარჩენ საქართველოში წამოსვლას ვერ ახერხებდა. შემდეგ ეს საკითხი მოგვარდა და მან რამდენჯერმე თბილისში ჩამოსვლაც შესძლო.  

რუსეთი, რომელიც მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ოფიციალურად აღიარებს ამ ტერიტორიებზე  ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას, ისევე როგორც რუსეთის საპატრიარქო. თუმცა ეს აღიარება პირობითია, ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ეკლესიების დაზიანებისა და გადაკეთების შემთვევები დაფიქსირდა, ცხინვალის შემთხვევაში კი გაყალბებული ისტორიით ცდილობენ, მშვიდობიან ქართველ მღვდელმსახურებს ადგილზე მსახურების უფლება მოუსპონ. 




ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მინსკში რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები იმართება