«კანადური ჭა»: მიწის სითბოს გამოყენება ზამთარში გასათბობად და ზაფხულში გასაგრილებლად

მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება შენობების გათბობა-გაგრილების შედარებით იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი სისტემები. დღეს ერთ-ერთ მათგანს - ე.წ.«კანადურ ჭას» გაგაცნობთ.

მისი მოქმედების პრინციპი უაღრესად მარტივია: სახლის სიახლოვეს, მიწის ქვეშ, 1,5-2,5 მ სიღრმეზე გაჰყავთ მილები, რომელთა ერთი ბოლო შენობაში შეჰყავთ, მეორე კი მიწის ზედაპირზე, ჰაერზე ამოჰყავთ. ამგვარად, კონსტრუქცია სავენტილაციო შახტას მოგვაგონებს.

ზამთარში, ყველაზე ცივ დღეებშიც კი მიწა ამ სიღრმეზე არასოდეს იყინება და საკმაოდ თბილად რჩება, მისი ტემპერატურა +5-დან +8 გრადუსამდე მერყევობს.


სავენტილაციო ტუმბოს მიერ შეწოვილი ჰაერი შენობაში მოხვედრამდე თბომიმომცვლელის მიწისქვეშა მილებს გაივლის და რამდენიმე გრადუსით თბება. ზაფხულში კი იგივე სისტემა სახლის გასაგრილებლად მუშაობს. მიწისქვეშა მილების ტემპერატურა სიცხის პერიოდშიც კი არ იწევს 10-14 გრადუსზე ზევით, ამიტომაც “კანადური ჭა” კონდიციონერივით მუშაობს.

ამ მეთოდს რეკუპერაციას უწოდებენ (ლათინური recuperatio — საპასუხო მიღება, მიმოცვლა). 

«კანადური ჭა» მსოფლიოს მასშტაბით ბევრ წერტილში გამოიყენება, თუმცა ყველაზე მაღალი პოპულარობით კანადასა და საფრანგეთში სარგებლობს, სადაც მას “პროვანსის ჭასაც” უწოდებენ.

რეკუპერაციის თანამედროვე სამრეწველო სისტემებს სითხეთა თბომიმოცვლის კონტურის მაღალი ეფეტურობისთვის იყენებენ, რომელიც ცივ პერიოდში სითბოს უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს და ცხელ დროს, ზაფხულში უფრო დიდხანს გრილდება.

მომზადებულია building-tech.org-ზე დაყრდნობით

Facebook Twitter Email Viber WhatsApp