Amnesty International: "რუსეთმა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ გაფრინდაშვილი მყისიერად უნდა გაათავისუფლოს"

საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაცია Amnesty International ქართველი ექიმის უკანონო დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთმა, ისევე როგორც დე ფაქტო მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.

ორგანიზაციის ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად დაკავებული შოთა ბიძინაშვილი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს, არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

„ორივე მხარემ, რუსეთმა და დე-ფაქტო მთავრობამ უნდა უზურუნველყოს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება და აუნაზღაუროს ზიანი, რაც მას მიაყენეს. მათ აგრეთვე უნდა უზრუნველყონ, რომ არავინ დაექვემდებაროს წამებასა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობას მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე“, - ნათქვამია Amnesty International-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-ის საელჩო: "ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანდიდატებს შორის არიან მოსამართლეები, რომლებმაც ვერ წარმოაჩინეს ერთგულება მიუკერძოებლობისადმი​​"