ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილის „გათავისუფლებას“ ჯერ არ აპირებს

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისფულება „თბილისისა და მისი დასავლელი კოლეგების ხუშტურების გაო, მით უფრო სასწრაფო რეჟიმში“ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას არ აპირებს. ამის შესახებ კვირის შედეგების შეჯამებისას დე ფაქტო ინფორმაციისა და ბეჭდური სიტყვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ განაცხადა. 

„მიმდინარე კვირა აღინიშნა ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ირგვლივ ხელოვნურად შექმნილი ხმაურით. ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდა ყველა – დაწყებული პატრიარქ ილია მეორეთი, დამთავრებული ამერიკის საელჩოთი. საგულისხმოა, რომ სპიკერებიდან ყველა თავის განცხადებებში იყენებდა სიტყვას „დაუყოვნებლივ“. ვერც ქართველმა, ვერც დასავლელმა დიპლომატებმა გაითავისეს, რომ იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ სამხრეთ ოსეთს საკუთარი ხუშტურების შესრულება მოსთხოვო, მით უფრო – დაუყოვნებლივ და რომ ელემენტარული ზრდილობა და რეალური მდგომარეობა მხოლოდ თავაზიან თხოვნებს გულისხმობს და არა მოთხოვნებს. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არღვევს უკანონოდ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარს – დამსახურებული ექიმი, ბალერინა თუ ტრაქტორისტი, ჩვენთვის ყველანი სახელმწიფო საზღვრის დამრღვევები არიან, რომლებიც დემონსტრაციულად აიგნორებენ სამხრეთ ოსეთის კანონმდებლეობას[ ...]. მიუხედავად მცდელობებისა, გაფრინდაშვილის დაპატიმრება პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიტანონ, სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა დაპატიმრება მხოლოდ და მხოლოდ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების ორგანოებს ეხებათ და სხვა არავის“, – განაცხადა კოტაევამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
არგენტინაში მექსიკის ელჩს წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ