ბასილაშვილმა კარიერის ახალი რეკორდი დაამყარა

ლიონის ტურნირის დასრულების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერის ახალ რეკორდს დაამყარებს – ის პირველად დაიკავებს მე-16 ადგილს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში. აქამდე, ნიკას საუკეთესო შედეგი მე-17 პოზიცია იყო.

ამასთან, ლიონის ტურნირის მოგების შემთხვევაშიც, ბასილაშვილი უფრო მაღლა ვერ ავა და საბოლოოდ, როლან გაროსს მე-16 პოზიციაზე შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგულ ტურნირში ბასილაშვილი პირველ ნომრად არის განთესილი და ორი მატჩის მოგების შემდეგ, ნახევარფინალამდე მიაღწია. ლიონში ბასილაშვილმა ორი ფრანგი – ალიასენი და ცონგა დაამარცხა. ორივე მატჩის მოსაგებად ქართველს ორ-ორი სეტი დასჭირდა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რომელი ქუჩები დარჩება 19 სექტემბერს უშუქოდ