სოხუმის შეიარაღებული ინციდენტის გამო აფხაზური ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს

დღეს მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის გამო, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, სამი ადამიანი ემსხვერპლა, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ “უშიშროების საბჭოს” საგანგებო სხდომა გამართა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ძალოვან უწყებებს მიეცათ, დავალება, ყველა საჭირო ზომა მიიღონ დანაშაულის გასახსნელად, დამნაშავეების დასადგენად და აფხაზეთის ფარგლებს გარეთ არგასაშვებად.

დე ფაქტო შსს-ს, უშიშროებისა და გენპროკურატურის ოპერჯგუფები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს.

ცნობისთვის: სოხუმის ცენტრში, ლეონის პროსპექტზე დღეს შეიარაღებული ინციდენტი მოხდა. ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:50 სთ–ზე უცნობმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც წინასწარი ინფორმაციით, და დაჭრილები.


სამი დაღუპულიდან ერთი "კრიმინალური ავტორიტეტი" ასტამურ შამბაა, მეორე - ალხას ავიძბა, მესამე კი - რესტორან "სან რემოს" ოფიციანტი ქალბატონი. შამბა მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად ადგილზე დაიღუპა, ბოლო ორი დაშავებული კი - საავადმყოფოში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისროდა სამი უცნობი ნიღბიანი პირი. ისინი "სან რემოს" შენობაში შეიჭრნენ და ავტომატური იარაღიდან უწესრიგო ცეცხლი გახსნეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
არგენტინაში მექსიკის ელჩს წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ