EUMM: "მისიას სამხრეთ ოსეთთან რუსული სამხედრო ტექნიკის მობილიზება არ დაუფიქსირებია"

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, სოფელ ძარასთან დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. როგორც მისიაში აცხადებენ, მათ მონიტორებს მსგავსი არაფერი დაუფიქსირებიათ.

"მედიაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სამხრეთ ოსეთთან არ დაუფიქსირებია, არც ინფორმაცია მიუღია რუსული სამხედრო ტექნიკის ან პერსონალის მობილიზების შესახებ. აღნიშნულ ცნობებთან დაკავშირებით არ მომხდარა არც ცხელი ხაზის გააქტიურება“, – აცხადებენ, "პირელი არხის" ცნობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

მანამდე ზემოთხსენებული ინფორმაცია სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყო.  

ცნობისთვის: “მთავარმა არხმა” გაავრცელა კადრები, რომელზეც , ტელეარხის ცნობით, ასახულია სახმედრო ტექნიკის მობილიზება გამყოფ ხაზთან. მისივე ინფორმაციით, ეს არის სოფელ ძარას მიმდებარე ტერიტორია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას"