თბილისის უბნები, რომლებსაც 24 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდებათ

24 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისი ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს. კომპანიაში მიზეზად გეგმიურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებენ. 

“ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების, რჩეულიშვილის, ანაპის, უცნობ გმირთა, გურამიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, თემქის და ზღვისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ქერჩის, ზარზმის, ილორის, უწერის, გაგრის, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ლორთქიფანიძის, ჭრებალოს, ბარისახოს, ვეკუას, ვასაძის, ხიზანიშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, ზაჰესის, მანაგაძის, სკოლის და ბიჭვინთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, გორის, თევდორე მღვდლის, ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის და ჩიტაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, შარტავას და კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვატლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის და შატილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

15 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგრატიონის, ზუგდიდის და სოხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, პაატა ჯანელიძის, ბოგდან ხმელნიცკის, გეთიას და არსენ იყალთოელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რამდენი და რა კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებულები შეიწყალა ზურაბიშვილმა ცხრა თვის განმავლობაში