ბოდბისხევის ბაზართან ვითარება დაიძაბა: „ეს ბანერი თავზე დამახია დეპუტატმა“

წნორში, ბოდბისხევის ბაზართან დაძაბული ვითარებაა. სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელს ალეკო ელისაშვილს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დახვდნენ და არ აძლევდნენ საშუალებას, გაემართა კამპანია „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტები“.

„შემოსასვლელში დაგვხვდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, საკრებულოს წევრები, პროვოკატორები, რომლებიც ჩვენს წარმომადგენელს, ნინო გოგოლაშვილს თელავის ოფისში ხელითაც შეეხნენ. უნდოდათ, არ შემოვეშვით ბაზარში, მაგრამ ხედავთ, რომ ჩვენ ამ ბაზარში ვართ ახლა და ხალხსაც ველაპარაკებით, რომ სანამ ეს წურბელა მაჟორიტარები არ მოშორდებიან პარლამენტს, ეს ქვეყანა დარჩება სიღატაკეში. აი, ამ მხილებისთვის ვართ აქ ჩამოსულები“, – განუცხადა ჟურნალისტებს ელისაშვილმა.

როგორც აქციის ერთ–ერთი მონაწილე ნინო გოგოლაშვილი აცხადებს, მას სოფელ ილიაწმინდას დეპუტატი ფიზიკურადაც გაუსწორდა.

„ეს ბანერი თავზე დამახია სოფელ ილიაწმიინდა დეპუტატმა ილია ბაიდოშვილმა. ხელი დამარტყა და თმებში მომქაჩა. პოლიციელებმა ძლივს გამოგლიჯეს ჩემი თავი ხელიდან. ამ ბანერს ხედავთ რა უყო და მე რას მიზამდა , წარმოდგელინი გექნებათ უკვე. პროვოკატორები არიან. პროვოკატორების ჯგუფს ხელმძღვანელობს ვანო მირიანაშვილი "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე, შემოგზავნა მთელი დეპუტატები, სოფლის წარმომადგენლები , რწმუნებულები მობილიზებულები ჰყავთ და ჩაგვხოცეს ყველამ – ვისაც რა მოჰყვა ის გვესროლა და ის ჩაგვარტყა“, – აცხადებს გოგოლაშვილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს