ბათუმში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ბათუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის სასწავლო და დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სწავლებას და მათ შემდგომ დასაქმებას ითვალისწინებს.

სწავლის პერიოდში სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო საცხოვრებლით. წარმატებულ კურსდამთავრებულებს ლიცენზირებული სერტიფიკატები გადაეცემათ და „მ²“-ის სამშენებლო ობიექტებზე დასაქმდებიან. მსგავსი შეხვედრა დღეს რუხის ინოვაციების ცენტრშიც გაიმართება.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია მონაწილეობდნენ.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
TI - მინისტრებისა და მათი მოადგილეების ნაწილი დეკლარაციის შევსებისას კანონს არღვევს