საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად "ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალე“ საპროტესტო აქციას მართავს. დემონსტრანტები სკანდირებენ „ბიძინა, ჩვენ ისევ მოვედით“. მათი მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნებია.

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება. დეპუტატების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო საკითხებთან ერთად, კომიტეტების ახალი თავმჯდომარეების, ვიცე-სპიკერისა და პირველი ვიცე-სპიკერის კანდიდატურებს შეეხება. ამასთან, სავარაუდოდ, ცნობილი გახდება, რაზე შეთანხმდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები გუშინდელ შეხვედრაზე. 

ამასთან, შეხვედრაზე მსჯელობა იქნება აკაკი ზოიძის ინიციატივასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
წინასაახალწლო საინფორმაციო კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ დაიწყო