რომელ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არ წარადგენს "ქართული ოცნება" კანდიდატებს

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტია რიგ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატებს არ წარადგენს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების მთავარი იდეა“, – განაცხადა კალაძემ. 

ცნობისთვის: „ქართული ოცნება“ უკან დახევას არ აპირებს. როგორც მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე  კახა კალაძემ განაცხადა, "თემა დახურულია, 2020 წელს შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს