"თუ დარჩება შერეული მოდელი, არჩევნებს ჩავშლით"

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, იმ შემთხვევაში თუ 2020 წელს არჩევნები შერეული წესით ჩატარდება, არჩევნებს გაერთიანებული ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ჩაშლიან.

"3700 უბანია საქართველოში, ამ ყველა უბანზე მთელი ოპოზიცია გამოიყვანს 100-100 ადამიანს, იქნება საყვირები, სასტვენები, დოლები, მოხდება ჩაშლა იმ არევნების. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, თუ ამ მიტაცებულ არჩევნებს ჩავშლით და არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას მიიტაცოს, 45 დღეში უკვე კონსტიტუციით დაინიშნება სამართლიანი პროპორციული არჩევნები", - განაცხადა უგულავამ “მთავარ არხთან" საუბრისას. 

ცნობისთვის: „ქართული ოცნება“ უკან დახევას არ აპირებს. როგორც მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე  კახა კალაძემ განაცხადა, "თემა დახურულია, 2020 წელს შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ლიბერთი ბანკი" გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გაწევრიანდა