“ოცნების” დეპუტატი გაიმაჯრვებს თუ მისი რომელიმე სატელიტი, ყველა ეს ხმა ივანიშვილის ყულაბაში წავა“

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წარმომადგენლის კახა კოჟორიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა რიგ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატების არდაყენებასთან დაკავშირებით „პოლიტიკური თაღლითობაა“.

“შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ მართლა არ დააყენოს რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი, როგორც, მაგალითად, მთაწმინდის ოლქში იყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მაგრამ არ გვახსოვს, რომ სალომე ზურაბიშვილი რაიმეში რეალურად შეწინააღმდეგებოდა “ქართულ ოცნებას”. უშუალოდ “ოცნების” დეპუტატი გაიმაჯრვებს, თუ გაიმარჯვებს მისი რომელიმე პოლიტიკური სატელიტი, ყველა ეს ხმა წავა ბიძინა ივანიშვილის ყულაბაში და მოემსახურება ქვეყნის განვითარები შეფერხებას. ამიტომ ეს არის კვლავ პოლიტიკური თაღლითობა“, – განაცხადა კოჟორიძემ.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტია რიგ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატებს არ წარადგენს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების მთავარი იდეა“, – განაცხადა კალაძემ. 

ცნობისთვის: „ქართული ოცნება“ უკან დახევას არ აპირებს. როგორც მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე  კახა კალაძემ განაცხადა, "თემა დახურულია, 2020 წელს შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბჭოთა იმპერია-სახელმწიფო, რომელმაც კანიბალები და მორჩილების ცნობიერება შექმნა