თბილისი – მედოევის ევროპარლამენტში მიწვევაზე: „ეს საბჭოთა წარსულის მქონე ევროდეპუტატების კერძო ინიციატივებია“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევის ევროპარლამენტშიმიწვევის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ „მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საბჭოთა წარსულის მქონე დეპუტატების კერძო ინიციატივებს“.

„2019 წლის 21 ნოემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ლატვიელი ევროპარლამენტარის ტატიანა ჟდანოკას ხელშეწყობით ეწვია ევროპარლამენტს. მისი განცხადებით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ე. წ. პარლამენტის თავმჯდომარის ევროპარლამენტისადმი მიმართვის გადაცემა, რომელიც ეხება 1920 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარის მიერ ე. წ. ოსთა გენოციდის მოწყობის 100 წლისთავს. ჟდანოკას განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის ე. წ. პარლამენტის წინადადებები ყურადღებით იქნება შესწავლილი.

 •   ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას.

•      ევროკავშირსა არაერთი რეზოლუცია და განცხადება აქვს მიღებული, რომლებშიც საუბრობს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციაზე.

•      ცხადია, ერთი და ორი პრორუსულად განწყობილი დეპუტატის კავშირები საოკუპაციო რეჟიმებთან, რაც სრულად ეხმიანება მოსკოვის ინტერესსა და უშედეგო მცდელობას, მოახდინოს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ერთგვარი ლეგიტიმაცია, არანაირ კავშირში არაა ევროკავშირის პოზიციასთან - როგორც არ უნდა შეეცადონ ამის წარმოჩენას პროპაგანდისტული მანქანებით.

•      მსგავსი ქმედებები წარმოადგენს გარკვეული საბჭოთა წარსულის მქონე დეპუტატების კერძო ინიციატივებს, რომელთა საშუალებითაც რუსეთი ახორციელებს თავისი პროპაგანდისტული პოლიტიკის გატარებას. აღნიშნულის შესახებ თავად ევროკავშირის დეპუტატებიც საუბრობენ“, – განუცახდეს „აქცენტს“ საგარეო უწყებაში. 

"აქცენტის" თხოვნით მედოევის ვიზიტის ფაქტს ევროპარლამენტიც გამოეხმაურა .

„ევროპარლამენტის წევრებს უფლება აქვთ შეხვდრები გამართონ მათთან, ვისთანაც ეს სურთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავენ. ევროპარალამენტში სხვადსხვა საკითხებზე სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ“, – განუცხადეს „აქცენტს“ ევროპარლამენტის პრეს–სამსახურში. 

ოსური მედიის ინფორმაციით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში უფლებადამცველსა და ევროდეპუტატს, ევროპის თავისუფალი ალიანსისა და მწვანეთა ფრაქციის წევრს ტატიანა ჟდანოკას შეხვდა. 

ტატიანა ჟდანიკა არის ლატვიელი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის წევრი (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი).  ამასთან, იგი "ლატვია–რუსეთის კავშირის" თანათავმჯდომარეა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტი კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა