"ქართულმა ოცნებამ" "მეამბოხე" დეპუტატები დააწინაურა

"ქართულმა ოცნებამ" ის დეპუტატები დააწინაურა, რომლებმაც ხმა 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. კერძოდ, აღნიშნული კანონმდებლები არიან: ნინო წილოსანი, დავით სონღულაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  პოლიტიკური კონსულტაციები დასრულდა და მიღებულია შემდეგი საკადრო გადაწყვეტილებები:

  • პირველი ვიცე-სპიკერი - გიორგი ვოლსკი;
  • ვიცე-სპიკერი - მამუკა მდინარაძე;
  • ვიცე-სპიკერი -  გიორგი კახიანი;
  • ვიცე-სპიკერი – კახა კუჭავა; 
  • საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე –  ირაკლი ბერაია;
  • ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი;
  • გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე – ნინო წილოსანი; 
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე –  გენადი მარგველაშვილი;
  • საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – გურამ მაჭარაშვილი; 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა