ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გაერო–ს გენერალურ მდივანს მიმართავს

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში უკანონოდ მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გაერო–ს გენერალურ მდივანს მიმართავს, დაუყოვნებლივ გამოიყენოს ყველა არსებული რესურსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული ექიმის გასათავისუფლებლად. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გენერალურ მდივანს მოუწოდებს, საქართველოში სასწრაფოდ გაგზავნოს გაერო–ს სპეციალური კომისარი.

ექიმის ოჯახმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსაც მიმართა განცხადებით: „შეშფოთებას და პროტესტს გამოვთქვამთ ამა წლის 9 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ, რუსეთის სოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის და ცნობილი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დატყვევების ფაქტზე ცხინვალის რეგიონში, რომელიც მიემართებოდა პაციენტის დასახმარებლად“. 

ექიმის ოჯახი მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ მიმართოს ყველა ზომას ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

ოკუპანტებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან დააკავეს. ექიმს ბრალად დასდეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევა. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-ის საელჩო: "ვწუხვართ, რომ დაამტკიცეს ის მოსამართლეებიც, რომლებმაც მიუკერძოებლობისადმი​​ ერთგულება ვერ წარმოაჩინეს"