"გირჩი" "ბიძინა ივანიშვილის ხატებით" მსვლელობას მართავს
Posted on
, საშინაო პოლიტიკა
პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" მხარდამჭერებმა მმართელი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს. მათ ხელში სხვადასხვა "ხატები" უჭირავთ, რომლებზეც მმართელი პარტია ივანიშვილის სახეა გამოსახული.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ივანიშვილის რეზიდენციასთან სიმღერა "მეცხვარეს" შეასრულებენ.