ვოლსკი - სააკაშვილის, სანიკიძისა და გელბახიანის შეხვედრაზე: "უცნაურად მომეჩვენა"

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე თავიანთი მოსაზრებები აქვთ, საბოლოო სიტყვას ამ მხრივ კი ხალხი იტყვის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის, გუბაზ სანიკიძისა და ვალერი გელბახიანის შეხვედრას, ვოლსკის თქმით, ეს შეხვედრა მას უცნაურად მოეჩვენა:

„რაღაც ბერიკებივით გამოვიდნენ, ეს ძალიან უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ ადამიანს ვერ უკარნახებ, როგორ იცხოვროს. გუბაზსაც და ვალერისაც თავისი მოსაზრებები აქვთ ცხოვრებაზე, მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე. ამას საზოგადოება აფასებს. შეგვიძლია, ერთმანეთი ვაკრიტიკოთ, მაგრამ ბოლოს თავის პასუხს მაინც ხალხი იტყვის“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 23 ნოემბერს კიევში ყოფილ დეპუტატებს გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დღეის მონაცემებით გზების დეპარტამენტის მიერ 1 მილიარდ 217 მილიონი ლარის სამუშაოებია ანაზღაურებული