NATO ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთს აფრთხილებს

ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსი რუსეთს აფრთხილებს, ევროპარლამენტის არჩევნებში არ ჩაერიოს. როგორც ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მოსკოვის მცდელობას, რაიმე გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის არჩევნებზე, ალიანსის მხრიდან მყისიერი რეაქცია ექნება.

"იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ევროპარლამენტი არჩევნებში ჩარევას კიბერთავდასხმის მეშვეობით შეეცდება, ნატო რეაგირებისთვის მის ხელთ არსებული შესაძლებლობების მთელს სპექტრს გამოიყენებს",– განაცხადა, daily star-ის ცნობით, სტოლტენბერგმა. 

ცნობისთვის: ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. მასში მონაწილეობას ევროკავშირის 28 ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ. ხმის მიცემის უფლება დაახლოებით, 427 მილიონ ადამიანს აქვს.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება'' მარტვილის მუნიციპალიტეტში