"დამლაპარაკებელი ვარ ივანიშვილთანაც, სააკაშვილთანაც და თუ საჭირო იქნება, ზურაბიშვილთანაც"

საქარველოს მეოთხე პრეზიენტი გიორგი მარგველავილი მზადაა, პოლიტიკურ ლიდერებს დაელაპარაკოს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. წამყვანი დაინტერესდა, საჭიროების შემთხვევაში, დაჯდება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდაზე. 

"მე დამლაპარაკებელი ვარ ივანიშვილთანაც, სააკაშვილთანაც და თუ საჭირო იქნება, ზურაბიშვილთანაც, რომ ქართული რეალობა განვითარდეს არაპრობლემური გზით. ტყუილს, შეურაცხყოფას ეს საზოგადოება აღარ მიიღებს. მოიფიქრეთ, პროცესი როგორ არ დაგემხოთ თავზე",– განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე და აღნიშნა, რომ ხალხი, რომელიც ქუჩაში დგას ადასტურებს, რომ საქართველო თაღლითების ქვეყანა არ არის. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერის ნიკა მელიასა და "გამარჯვებული საქართველოს" წევრ გუბაზ სანიკიძის განცხადებით, რაღაც ეტაპზე მარგველაშვილის მედიატორობა კარგი იდეაა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"რუსეთს ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს"