"შესაძლოა, სააკაშვილმა უკრაინაში ერთ–ერთი გადამწყვეტი პოსტი დაიკავოს"

"გამარჯვებული საქართველოს" ერთ–ერთმა დამფუძნებელმა გუბაზ სანიკიძემ "მთავარი არხის" ეთერში უკრაინაში საქარველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მოტივაციასა და დეტალებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი ზედმიწევნით იცნობს ვითარებას. 

"მაინტერესებდა, უშუალოდ მისგან გამეგო ვითარების შეფასება. ის ამ ვითარებას აბსოლუტურად რეალისტურად აფასებს, ინფორმაციას თითქმის სრულად ფლობს, რაც კარგია და რაც მნიშვნელოვანი და ძალიან საჭიროა ქვეყნისთვის, არის მშვიდად. არ არის იქ სიტუაცია, რომ არიქა და იყოს რაღაცა. ის ხედავს დინამიკას, ხედავს საფრთეებსაც. ძალიან სანინტერესო იყო. 3–დღიანი, ლამის, რაუნდები გვქონდა...ყველაფერი გავიარეთ, წვრილმანიც, მნიშვნელოვანიც, უკრაინაში შექმნილი ვითარებებიც". 

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა უკრაინაში ერთ–ერთი გადამწყვეტი პოზიცია დაიკაოს: 

"შემიძლია, ვთქვა, რომ სააკაშვილის ავტორიტეტი სულ ცოტა, მეორეა უკრაინაში, რადგან მან თავისი, თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ მშვიდი და დინჯი პოზიციით, რომელიც უკრაინაში დაიკავა...ახლა უკრაინაში ვოლოდიმიერ ზელენსკის მიმართ ხალხს აქვს პრეტენზია, რატომ არ ეძახი სააკაშვილსო. ჩემს ჩასვლამდე სამი დღით ადრე ზელენსკიმ სპეციალური ვახშამი მოაწყო სააკაშვილისთვის, სადაც თავისი დეპუტაცია, ერთგული თანამებრძოლები ჰყავდა. იქ იყო სერიოზული საუბარი და არ არის გამორიცხული, სააკაშვილს უკრაინაში ძალიან სერიოზული თანამდებობა შესთავაზონ, ერთ–ერთი გადამწყვეტი პოსტი. ეს საქართველოსაც ეხება.მიშას აქვს ასეთი პოზიცია, თუ უკრაინაში დამარცხდა რეფორმები, საქართველოც განწირულია მარცხისთვის. კითხვა ზელენკიმ დაუსვა სააკაშვილს, "რას აპირებ? აპირებ აქ, თუ იქ?" მიშამ გასცა პასუხი, რომ უკრაინა მისთვის ფრონტის წინა ხაზია, რომ მისი სამშობლოს ბედი წყდება უკრაინაში, თუ უკრაინაში რეფორმები ჩაფლავდება, საქართველოც განწირულია. რა თქმა უნდა, საქართველო მისთვის პრიორიტეტულია. 

ცნობისთვის: ორიოდ დღის წინ სანიკიძე კიევში მიხეილ სააკაშვის შეხვდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-ის საელჩო: "ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანდიდატებს შორის არიან მოსამართლეები, რომლებმაც ვერ წარმოაჩინეს ერთგულება მიუკერძოებლობისადმი​​"