ნულანდი რუსეთში არ შეუშვეს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი რუსეთში არ შეუშვეს,– ამის შესახებ DW იუწყება. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ნულანდი ამერიკის სანქციების საპასუხოდ მიღებულ ე.წ. შავ სიაშია შეყვანილი, შესაბამისად, მისი რუსეთის ტერიტორიაზე დაშვება კანონით იკრძალება. 

ცნობისთვის: ვიქტორია ნულანდი მოსკოვში რუსული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად მიდიოდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება'' მარტვილის მუნიციპალიტეტში