„ოცნების“ მიერ დაწინაურებული „მეამბოხე“ დეპუტატი: „ყველა ქუჩა თავისუფალია და ეზოდან შემოვედი პარლამენტში“

"ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტთან მისასვლელი ქუჩები თავისუფალია.  

"ყველა ქუჩა თავისუფალია და ეზოდან შემოვედი პარლამენტში... ჩემი მანქანა დგას იქ, სადაც უნდა იდგეს", — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართულმა ოცნებამ" ის დეპუტატები დააწინაურა, რომლებმაც ხმა 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. კერძოდ, აღნიშნული კანონმდებლები არიან: ნინო წილოსანი, დავით სონღულაშვილი და გურამ მაჭარაშვილი. 

ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. შენობის სამივე შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებია გზა ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი.

შენობაში ამ დროისთვის მხოლოდ თანამშრომლებს, დეპუტატებსა და პარლამენტის აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს უშვებენ. 12:00 სთ–ზე ჩანიშნულ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად პირველი ვიცე-სპიკერი და "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი პარლამენტში უკვე მივიდა. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ლიბერთი ბანკი" გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გაწევრიანდა