"გირჩის" აქტივისტებმა პრეზიდენტს საჭმლის მომნელებელი აბები აჩუქეს

"გირჩის" აქტივისტებმა სალომე ზურაბიშვილს რეზიდენციაში საჭმლის მომნელებელი პრეპარატი, „ესპუმიზანი“ მიუტანეს. 

„მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ დროს როცა რუსთაველზე აქცია მიმდინარეობდა, საქართველოს პრეზიდენტი, სალობიე "ბიაში" იმყოფებოდა, მაჩაბლის ქუჩაზე, გირჩის აქტივისტებმა გადაწყვიტეს, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა პრეზიდენტისთვის ეს საჩუქარი. როგორც "გირჩის" აქტივისტები აცხადებენ, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და რუსთაველზე აქციები მიმდინარეობს, ქვეყნის პრეზიდენტის ქმედება აბსოლუტურად არაადეკვატურია და ამ ჟესტით სწორედ ამის ჩვენება უნდათ“ ,- წერია "გირჩის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარიზში სამართალდამცველები აქციას შლიან (LIVE)