"პარლამენტში ნებისმიერ დეპუტატს თავისუფლად შეუძლია, შევიდეს"

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიცია საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია, რათა საზოგადოებრივი წესრიგი იყოს დაცული და პარლამენტმა მშვიდ ვითარებაში გააგრძელოს ფუნქციონირება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის პარლამენტში ნებისმიერ დეპუტატს თავისუფლად შეუძლია შესვლა და საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს თავისუფლად.

„პარლამენტში ნებისმიერ დეპუტატს თავისუფლად შეუძლია, შევიდეს და საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს თავისუფლად. პოლიცია ადგილზე მობილიზებულია, რათა დაიცვას წესრიგი. გარკვეულმა ძალებმა, რომლებიც მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდნენ, შემდეგ მოახდინეს შენობების პიკეტირება, პოლიციის მიერ მოხდა შესასვლელების გასუფთავება“ ,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. შენობის სამივე შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებია გზა ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი. შენობაში ამ დროისთვის მხოლოდ თანამშრომლებს, დეპუტატებსა და პარლამენტის აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს უშვებენ. 12:00 სთ–ზე ჩანიშნულ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად პირველი ვიცე-სპიკერი და "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი პარლამენტში უკვე მივიდა. დღევანდელ პლენარულ სესიას ბოიკოტს უცხადებენ "ევროპული საქაღთველოს", "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
წინასაახალწლო საინფორმაციო კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ დაიწყო