„პროტესტი გაგრძელდება, ამ წუთებში რუსთაველი გადაკეტილი რომ არ არის, ეს ხელისუფლებისთვის სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა“

ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სამშვიდობო პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. 

მისივე თქმით, ყველა კანონის განხილვა მნიშვნელოვანია, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე „განიხილონ კანონი მაგალითად, წყლის შესახებ, საზოგადოების დაცინვაა“.

„როდესაც ჩვენ გვეუბნებიან რომ „გერმანული მოდელის“ განხილვის გარდა, მოვიდნენ დეპუტატები პარლამენტში და განიხილონ კანონი მაგალითად, წყლის შესახებ და ა.შ. ყველა კანონი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ვითარებაში ეს უბრალოდ საზოგადოების დაცინვაა. ამიტომ სამშვიდობო პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. მე ძალიან მინდა, რომ ხელისუფლება მიხვდეს, ის, რომ ერთი აქცია დაშალეს, მეორე აქცია დაშალეს და ამ წუთებში რუსთაველი გადაკეტილი რომ არ არის, ეს არ არის სიმშვიდის საფუძველი და ეს ცუდად დამთავრდება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდნენ.

ცნობისთვის: ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. შენობის სამივე შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებია გზა ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი.

შენობაში ამ დროისთვის მხოლოდ თანამშრომლებს, დეპუტატებსა და პარლამენტის აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს უშვებენ. 12:00 სთ–ზე ჩანიშნულ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად პირველი ვიცე-სპიკერი და "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი პარლამენტში ძალოვანების კორდონის დახმარებით უკვე მივიდა. დღევანდელ პლენარულ სესიას ბოიკოტს უცხადებენ "ევროპული საქაღთველოს", "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოჯახის წევრების ინფორმაციით, საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა