ქართველი სპორტსმენები ევროპიდან 120 მედლით დაბრუნდნენ

ევროპის ჩემპიონატიდან მკლავჭიდელები 120 მედლით დაბრუნდნენ. ჩემპიონატი  საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკში გაიმართა.

დიდების კატეგორიაში ნაკრების წევრებმა ოთხი ოქრო, ექვსი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო აიღეს. მათ გუნდური მეორე ადგილიც დაიკავეს. ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა 53 მედალი და საერთო გუნდური პირველობა მოიპოვეს. მათ 24 ოქროს, 14 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

პარამკლავჭიდელებიც საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ. მათ ანგარიშზე 23 ოქო, 20 ვერცხლი და ცხრა ბრინჯაოს მედალი.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp