ხუნდაძე პასუხისმგებლობის გაცნობიერებისკენ მთელს საზოგადოებას მოუწოდებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, რომლებმაც 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის გაცნობიერებისკენ მთელს საზოგადოებას მოუწოდებს.  

„რა თქმა უნდა, უსიამოვნოა ის ფაქტი, რაც ხდება ქუჩაში, მართალია ერთ ქუჩაზე, მაგრამ ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც მხედველობის არეალში ხვდება რა მხოლოდ საზოგადოების, რომლეიც აშკარად ძალიან დაძაბულია, არამედ ბევრი უცხოელის თვალშიც და რეპუტაციულად არ არის სასიამოვნო, ამიტომ თითოეულ ჩვენთაგანს, მთელ საზოგადოებას ვგულისხმობ უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა“ [...] პასუხიმგებლობას რომ ვიღებთ და ვგრძნობთ, სწორედ ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი ამ ცვლილებას“, – განაცხადა ხინდაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პლენარული სესია აქციის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატები პარლამენტში ძალოვანების კორდონის დახმარებით მივიდნენ. დღევანდელ პლენარულ სესიას ბოიკოტს უცხადებენ "ევროპული საქაღთველოს", "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია. 

ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. შენობის სამივე შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებია გზა ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბჭოთა იმპერია-სახელმწიფო, რომელმაც კანიბალები და მორჩილების ცნობიერება შექმნა