ნუკრი ქანთარია - "გირჩის" "ხატებით" მსვლელობაზე: "ღმერთს შევთხოვ, ამ ბავშვებს სასჯელი არ მოუვლინოს"

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია "ბიძინა ივანიშვილის ხატებით" "გირჩის" მსვლელობის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ღმერთს შესთხოვს, რომ ახლაგაზრდებს სასჯელი არ მოუვლინოს".

"ახალგაზრდები წააქეზეს და ხატებს თავები მოაჭრევინეს. მე არ ვიცი. შევთხოვ ღმერთს, რომ ამ ბავშვებს არავითარი ღვთის სასჯელი არ მოევლინოთ", — განაცხადა ქანთარიამ ჟურნალისტებთან.

მანამდე უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ "გირჩის" მსვლელობას "ათეისტური ფანატიზმი" უწოდა. "ათეისტური ფანატიზმიდან  ჩეკისტობამდე ერთი ნაბიჯია", – განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ასევე: ივანიშვილს ბიზნესცენტთან სანთლები დაუნთეს და "ვხედავ მეცხვარეს" უმღერეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო