„ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ კანონის დაღვევის საშუალება არავის მიეცეს, მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“

„ამ დღეების განმავლობაში ოპოზიცია ყოველდღიურად საუბრობდა იმაზე, რომ კანონს არ დაარღვევდნენ და შემდეგ დღის განმავლობაში არღვევდნენ კანონს. ერთია მათი გამონათქვამები და მეორე მათი მოქმედება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს, ასეთია მაგალითად, ბლოკირების მიზნით შეშის მოტანა. ეს ყველა]ფერი არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება. ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ კანონის დაღვევის საშუალება არავის უნდა მიეცეს, მით უმეტეს "ნაციონალურ მოძრაობას", ბუნებრივია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია“. 

ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"რუსეთს ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს"