"დღეს ხელისუფლებაში ვარ, შეიძლება, ხვალ ოპოზიციაში ვიყო ჩვენი პარტიით, მაგრამ არ ვიქნებით დესტრუქციულები"

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტია ხვალ შეიძლება, ოპოზიციაში იყოს, მაგრამ "დესტრუქციულები არ იქნებიან". 

„პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას, იმ კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დღეს ეწევიან დესტრუქციულ ქმედებებს. მათ ნამდვილად აქვთ პოლიტიკური კრიზისი. ჩემთვის არ არის მისაღები დესტრუქციული ქმედებები. ვფიქრობ, კონსტრუქციულობა არის მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის. ყოველთვის მექნება ეს დამოკიდებულება. შეიძლება, დღეს ხელისუფლებაში ვარ, ხვალ ოპოზიციაში ვიყო, ჩვენი გუნდით, ჩვენი პარტიით, „ოცნება“ მყავს მხედველობაში, მაგრამ  ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არასდროს წავალთ, არასდროს ვიქნებით დესტრუქციულები, ვიქნებით კონსტრუქციულები, რადგან ყოველთვის გამოვდიოდით, გამოვდივართ და მომავალშიც გამოვალთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“ ,- განაცხადა კალაძემ.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბეისბოლის ვარსკვლავი, ვის გამოც Ice Bucket Challenge შეიქმნა, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა