ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა ნაწილობრივ მოიხსნა

ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა ნაწილობრივ მოიხსნა.  როგორც „აქცენტს“ ადგილობრივებმა აცნობეს, გადასვლაზე შეზღუდვა, მხოლოდ 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის ნარჩუნდება.

„ქალები, ბავშვები, პენსიონერები თავისუფლად გადადიან. შეზღუდვა ისევ კაცებს დაუტოვეს ადრინდელივით. უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება იგი. იმედია, ახლაც რამდენიმე თვეს არ მოანდომებენ“, - აცხადებენ ადგილობრივები. 

მათივე თქმით, დე ფაქტო რეჟიმი “ამჟამადაც ფულის შოვნაზე ფიქრობს”. 

„შეზღუდვა მხოლოდ ოფიციალურადაა, რეალურად კი მამაკაცებსაც უშვებენ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ. გუშინ ერთი ადამიანის გადასვლა 10 000 რუსული რუბლი დაჯდა“, - აცხადებს გალის მკვიდრი. 

შეგახსენებთ, რომ გადაადგილების შეზღუდვა რამდენიმე დღის წინ სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შემდეგ დაწესდა, რასაც დე ფაქტო ძალოვანების მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაყვანა და ყველა გასასვლელის ჩაკეტვა მოჰყვა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტი კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა