პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქტივისტები და პოლიტიკოსები შეკრებილ მოქალაქეებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

მანამდე ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი სწორედ სამოქმედო გეგმებზე მსჯელობენ.

ცნობისთვის: დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

ძალოვანებმა პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყეს. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი. შსს–ში აცხადებენ, რომ მათ სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

აქტივისტებმა და ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება ერთი კვირის წინაც მოაწყვეს - 17 ნოემბრის ღამით მათ ბოქლომები დაადეს პარლამენტს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა და 37 ადამიანი დააკავა. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წელს 800 კმ. გზის რეაბილიტაცია განახორციელა