"ხვალ კარასინთან შეხვედრაზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს დავაყენებ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ხვალ პრაღაში რუს კოლეგა გრიგორი კარასინთან შეხვედრისას ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს. 

"ეს არის არა მხოლოდ საერთაშორისო ნორმების დარღვევა და ასე შემდეგ, არამედ აბსოლუტურად არაადამიანური საქციელი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ ეს ადამიანი და გარწმუნებთ, ყველაფერი კეთდება ამისათვის", - განაცხადა აბაშიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

ორ კვირაზე მეტია, რაც ოკუპანტებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაიტაცეს. იგი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-ის საელჩო: "ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანდიდატებს შორის არიან მოსამართლეები, რომლებმაც ვერ წარმოაჩინეს ერთგულება მიუკერძოებლობისადმი​​"