ცხინვალი დე ფაქტო საზღვრს კეტავს

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრს კეტავს.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხების მიზეზი ოკუპირებული რეგიონის სკოლებში გამოსაშვებ ღონისძიებებთან დაკავშირებით უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები გახდა.

დე ფაქტო უწყების ცნობით, ე.წ. საზღვარი დღეს საღამოს 8 სთ–დან 26 მაისის დილის 6 სთ–მდე იქნება ჩაკეტილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp