„თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ხელს შევუწყობ სააკაშვილის დაბრუნებას“

ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძის განცხადებით, თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, იგი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ხელს შეუწყობს.

"ვფიქრობ, სააკაშვილის პოლიტიკური თვისებები საქართველოს სჭირდება. თუ გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი, რომ სააკაშვილი საქართველში დაბრუნდეს,  ამას მივესალები. მეტიც ხელსაც შევუწყობ მის დაბრუნებას. საათობით ვსაუბრობდით სამი დღის განმავლობაში, საკაშვილი მზად არის პოლიტიკური პროცესისათვის საერთო ოპოზიციურ ფრონტში იპოვოს ადგილი, მზად არის ბევრი კომპრომისისთვის. ამოცანა ყველასათვის არის ის, რომ დროზე მოვაშოროთ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ავტორი საქართველოს სახელმწიფოს კატასტროფის. სააკაშვილი არის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში და დიდხანს იქნება ესასე“, – განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, იგი და მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პარტნიორები არიან:

„ამ ქვეყნის ინტერესებში შედის ბიძინა ივანიშვილის დემონტაჟი და რეფორმების გაგრძელება. რეფორმების გაგრძელებას ვერ ვხედავ, გარდა მიხეილ სააკაშილისა. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური პარტნიორები ვართ მე და მიხეილ სააკაშილი . მე და მიხეილ სააკაშვილი გადავახტით საკუთარ თავს, საკუთარ ეგოს და მემგონი, ეს უნდა დაფასდეს, არ უნდა იყოს სალანძღავი.  სააკაშვილთან ჩადის ბევრი პოლიტიკოსი ჩუმად. მე ღიად ჩავედი და არავისთან დამიმალავს ეს. მგონია, რომ პოლიტიკოსისთვის შესაბამისი ნაბიჯი გადავდგი, როდესაც ვთქვი უარი  ბიოგრაფიის დიდ ნაწილზე, მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანა არის მძიმე დღეში, ისევე, როგორც სააკაშვილმა გადააბიჯა თავის თავს“.

როგორც გუბაზ სანიკიძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ერთჯერადი არ იყო:

„კომუნიკაცია არის მუდვმივი, მთავარია, ნავსი გავტეხეთ. პოზიტიური პრეცედენტი დავუშვით, რომ ლამის მტრებად ქცეული ფიგურები ერთმანეთს შევხვდით და დავიწყეთ საუბარი, მხოლოდ ქვეყნის საკითხებზე, მეტზე არაფერზე. ივანიშილს ჩემთვის არაფერი დაუშავებია, მაგრამ სჯობდა, ჩემთვის დაეშავებინა და არა ქვეყნისთვის. მეუნებიან, ბიძინამ  რომ შეგათრია პარლამენტში, რა შემათრია, სამი დღე დამსდევდა, მეხვეწებოდა კენჭი იყარეო“ ,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი მას ჯალათს და აგენტს ეძახდა, რაზეც სანიკიძემ ხუმრობით უპასუხა: "აგენტს როდის მეძახდა? თავგასიებულს მეძახდა".

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბეისბოლის ვარსკვლავი, ვის გამოც Ice Bucket Challenge შეიქმნა, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა